ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კედელს, რომლის რემონტისთვისაც ჭიათურის მერიამ 50 ათასი ლარი დახარჯა, ხელახალი რეაბილიტაცია სჭირდება

„ფლანგვის დეტექტორი“ ჭიათურის მერიის მიერ ბიუჯეტის თანხის ლანგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„2019 წელს ინდმეწარმემ კედელი უხარისხოდ გაარემონტა, თუმცა მას ამისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. 2022 წელს ახალდაარსებულ კომპანიას კედლის ხელმეორედ რეაბილიტაციისთვის 14,000 ლარს უხდიან . მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სამუშოების შესრულების გამოცდილება არ აქვს, ჭიათურის ბიუჯეტიდან უკვე 150,400 ლარი მიიღო. მერიების მიერ საეჭვო კომპანიებისგან ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესყიდვა კორუფციის გარდა სასიცოცხლო რისკის მატარებელია“ – , აღნიშნულია „ფლანგვის დეტექტორის“ განცხადებაში.

იტვირთბა....