ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აკრძალული რუსული წამლებით მკურნალობდნენ – ადვოკატი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მესამე პრეზიდენტის სამკურნალურო წამლების საკითხს გამოეხმაურა. პრეზიდენტის უფლებადამცველის თქმით, სააკაშვილს აკრძალული პრეპარატებით მკურნალობდნენ.

“მიღებული მაქვს წერილები FDI-დან, ჯანმოდან, რომ აკრძალული წამლებით ხდებოდა მისი მკურნალობა. არის იმ წამლებიდან რამდენიმე წამალი, რომელიც მსოფლიოში აკრძალული წამალია და წესით, არ უნდა მიეღო. მაგალითად, ამერიკაში ამჟამადაც ცოლ-ქმარი სასჯელს იხდის ერთ-ერთი წამლის გაყიდვისთვის. რუსული წამლებით მიდიოდა ძირითადად მისი მკურნალობა.

თუ პატიმარი უარს ამბობს საჭმელზე, ანუ შიმშილობს, მაშინ პატიმარი გადაჰყავთ სხვა ოთახში, სხვა პირობებში და შიმშილობის რეჟიმზე მყოფი პატიმარი ჰქვია ამას. მსგავსი რამ ავადმყოფობის ისტორიაში, ჩანაწერებში, ჩვენ რასაც გავეცანით, არ არსებობს. 3 სხვადასხვა ისტორიაა. გასაოცარია, მაგრამ 3 სხვადასხვა ჩანაწერია. და სამივე ჩანაწერში მსგავსი რამ არ არის”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

იტვირთბა....