ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ სასამართლო სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, ჩვენი გეგმა ამოქმედდება – რა გადაწყვეტილება მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დასრულდა მრავალსაათიანი თათბირი მიხეილ სააკაშვილის შემდგომი პროცესთან და ამასთან მიმართებით პარტიის გეგმებთან დაკავშირებით.
ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუკი სასამართლო მესამე პრეზიდენტს არ მისცემს საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების უფლებას, ამას მოყვება მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი.

შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს გაიმართება. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, გაუშვებს თუ არა სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

იტვირთბა....