ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძეს სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის თავმჯოდმარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მინახულების ნება არ დართო.

„ჩემი ამოცანა იყო, მინდოდა გულწრფელად მენახა მიხეილ სააკაშვილი, გამემხნევებინა, პირადად მენახა მისი მდგომარეობა და ამ მიზნით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე” , – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, გაცილებით საგანგაშოა ის განცხადებები, რომელსაც “ოცნების” ლიდერები ბოლო დღეებში აკეთებენ, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად იზიანებს საკუთარ თავს.

იტვირთბა....