ხელჩართული ჩხუბი თურქეთის პარლამენტში და დაშავებული დეპუტატი, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაშია – სხდომათა დარბაზში კანონმდებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს დაუპირისპირდნენ.
ტრიბუნიდან სიტყვით “კარგი პარტიის” ერთ-ერთი წევრი გამოდიოდა, რა დროსაც ოპონენტებისგან შეურაცხმყოფელი რეპლიკები ისმოდა, დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში მალევე გადაიზარდა.
თავის არეში მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი ოპოზიციონერი დეპუტატი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.