ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას მიერ ჩანიშნულ თათბირზე, რომელიც ერთ საათში უნდა დაიწყოს, არ მივა. ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გუშინ თქვა, რომ პარტიის ოფისში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობისთვის ელოდება ყველას, მათ შორის, ე.წ განდგომილებს და კანდიდატებსაც.
დღევანდელ თათბირს დაესწრებიან საპარლამენტო ფრაქცია ,,ენმ”-ს დეპუტატები, თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, ასევე, საბჭოს წევრები.
შეხვედრაზე მივლენ ლევან ხაბეიშვილის მომხრეები, თუმცა თავად პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი თათბირს არ დაესწრება, რადგან შეხვედრაზე იმყოფება რეგიონში.
პარტიაში თანხმდებიან, რომ მათი ნომერ პირველი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
„შეხვედრა გვექნება არა იმაზე, თუ რა იქნება მოქმედების გეგმა, არამედ განიხილება სტრატეგია, რომელსაც აუცილებლად შევათანხმებთ ოჯახთან და დაცვის მხარესთან, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ, პროცესი რამდენხნიანი იქნება.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიშას ჯანმრთელობის საკითხი და მისი სიცოცხლე – ეს არ არის მხოლოდ ერთის პრობლემა, ეს არის მთელი საზოგადოების, ქვეყნის გამოწვევა. ამაზე, რათქმა უნდა, ყველამ უნდა ვიმსჯელოთ! – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.