ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთის სასაზღვრო რაიონებში უკრაინელების “მოსალოდნელი შეჭრისთვის” მზადებას იწყებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სასაზღვრო რაიონებში უკვე იწყებენ იმის გაგებას, რომ „სპეციალური ოპერაცია“ უკონტროლოა. კერძოდ, კურსკში უკვე შენდება საფორტიფიკაციო ნაგებობები უკრაინელების „შეჭრისთვის“.

როგორც შტაბის დილის შეჯამებაში აღინიშნა, ჭორები კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების „შეჭრასთან“ დაკავშირებით გაჩნდა დაღუპულ „მობილიზებულების“ რაოდენობის ზრდის ფონზე.

გარდა ამისა, ადამიანური დანაკარგების შესახებ ინფორმაციის გამო, უკრაინის ომს რუსების ახალგაზრდა თაობა სულ უფრო ნაკლებად უჭერს მხარს

„ქალაქ კურსკში და რეგიონში ვრცელდება ჭორები უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო შეჭრის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში თავდაცვითი პოზიციების გამაგრება გრძელდება“, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

იტვირთბა....