ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტებმა უკრაინა ირანული დრონებით ისევ დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ კვლავ გამოიყენა ირანული დრონები უკრაინის წინააღმდეგ.

გენერალურმა შტაბმა თავის რეგულარულ მოხსენებაში განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა „ჩამოაგდეს 14 შაჰედ-136 დრონი“. ამრიგად, უკრაინამ დაადასტურა, რომ ქვეყანა კვლავ დაბომბეს ირანული წარმოების “კამიკაძე დროენებით”.

უკრაინელი სამხედროები არ აკონკრეტებენ, რომელი ობიექტების სამიზნე იყო დრონები და მოხვდა თუ არა რომელიმე მათგანი მიზანში.

BBC წერს, რომ ღამით, სოციალური მედიის მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს ვიდეოები. რომლებშიც მათ ესმოდათ ძრავის მუშაობა, რომელიც დამახასიათებელია ირანული თვითმფრინავებისთვის.

დილით დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს “რვა თვითმფრინავი, რომელიც მტერმა რეგიონში ისროლა”. მისი თქმით „წინასწარი შეასებით, ეს იყო „შაჰედ-136“.

ცნობისთვის, ბოლოს რუსეთის არმიამ შაჰედის დრონები გამოიყენა 17 ნოემბერს, მას შემდეგ მათი გამოყენება არ დაფიქსირებულა.

იტვირთბა....