ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კრემლი მობილიზაციის ახალ ტალღას, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისათვის ემზადება. კრემლი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 6 დეკემბერს მოუწოდა რუსებს დაეყრდნონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის კომუნიკაციების არხებს.

“პესკოვის განცხადება სავარაუდოდ მიზნად ისახავს როგორც რუსული ოპოზიციის, ისე ომის მომხრე ტელეგრამის არხების მზარდი გავლენის დისკრედიტაციას, რომლებიც თანმიმდევრულად აშუქებდნენ კრემლის განზრახვას, განაახლონ მობილიზაცია 2023 წელს”, – აღნიშნულია ინსტიტუტის ანგარიშში.

ISW აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იღებს დამატებით ზომებს, რათა მობილიზებულებმა და მათმა ოჯახებმა არ იჩივლონ მობილიზაციაზე.

იტვირთბა....