კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ “ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში” შემდეგნაირად უპასუხა:
“არც ერთი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან ან უკრაინაში მებრძოლი ქართველი არ არის “მოტყუებული”. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემას იჩენს საქართველოს პრემიერმინისტრი თავისი ხალხის მიმართ, როცა მხედველობაში აქვს, რომ მათ სიმართლე არ იციან?”, – წერს კინზინგერი.