aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 დეკემბერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 91 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540] ტანკი – 2 924 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 5 900 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 1 914 ერთეული [+6] MLRS – 395 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+1] თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0] ვერტმფრენი – 264 ერთეული [+1] უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 582 ერთეული [+9] ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0] გემი/ნავი – 16 ერთეული [+0] მანქანები და საწვავის ავზები – 4 497 ერთეული [+18] სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0] უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

337 თვითმფრინავი
178 ვერტმფრენი
2 618 უპილოტო საფრენი აპარატი
391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 983 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
909 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 653 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 463 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

იტვირთბა....