პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
გამარჯობა მეგობრებო! მადლობა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრეი ერმაკს, რომელმაც ტვიტერზე ქართულად მიუსამძიმრა ქართველ ხალხს ჩვენი გმირი ბიჭების დაღუპვის გამო!
#BუკაDეილიNიუსი ორშაბათ დილას გატყობინებთ:
დონეცკის მიმართულებაზე:
უშუალოდ ბახმუტს სრულად აკონტროლებენ ჩვენები, მის მიდამოებში კი გრძელდება უმძიმესი ბრძოლები!
უჰლედარის და სოლედარის მიმართულებებზეც ძალიან სერიოზული ბრძოლებია!
სავსეა ბრძოლის ველი მკვდარი რუსებით და ყოველ დღიურად ემატება ასეულობით! მართალია პუტლერს ეგ არ ადარდებს და არც პრიგოჟინს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ახალ წლამდე უნდათ გამოაცხადონ, რომ აი დონეცკი და ლუჰანსკი გათავისუფლებულია, მისია შესრულებულია. ეს კი რეალურად შეუძლებელია!
ჩვენები არც ერთ მეტრს არ უთმობენ ურდოს. სადაც კი შეყოფენ ცოტათი მაინც თავს, მაგალითად კურძიუმოვკაში და ზარზეიმით გამოაცხადებენ, რომ აიი დიდი გარღვევა გვაქვს, ავიღეთ კურძიუმოვკაააა და აქვს ყიჟინა. გავა ცოტა ხანი და მერე აღმოჩნდება, რომ იმავე კურძიუმოვკას ნაწილი რუხი ზონაა. როგორც პავლივკაზე იყო, მარიინკაზეც ეგრეა. შემოგარენში მიდის ბრძოლები, ბომბავენ ამ საწყალ დასახლებას და ურდო ამტკიცებს, ცენტრშია ბრძოლებიო! ვერ მიიღებს სრულად ოკუპირებულ დონეცკს და ლუჰანსკს. ჯერ თვითონ ქალაქი დონეცკი შეინარჩუნონ ცოტა ხნით და მერე ვილაპარაკოთ!
ლუჰანსკის მიმართულებაზე: კრემენას მიმართულებაზე ჩერვონოპოპივკას ნახევარს ჩვენები აკონტროლებენ, მიახლოვდნენ უკვე ჟიტლივკას და გადაჭრეს პ-66 სტრატეგიული ავტომაგისტრალი!
სვატოვოსკენაც დიდი ბრძლებით მიიწევენ ჩვენები წინ!
ხერსონი, ხარკოვის და სუმის ოლქები დაგვიბომბეს გუშინ რაკეტებით და არტილერიით! მიიღეს პასუხი ბელგოროდში და კურსკში!
გუშინ ჩვენებმა კა-52 ვერტმფრენი ჩამოაგდეს თავის “საუკეთესო” ეკიპაჟით. მოთქვამს ურდო, “ბოროდა” ჩამოაგდეს უკრაინელებმაო!
ნავთობზე ემბარგო შედის ძალაში დღეიდან! დიდი შვიდეულის ყველა, ევროკავშირის პრაქტიქულად ყველა ქვეყანა, ავსტრალია აღარ შეიძენენ დღევანდელი დღიდან ტანკერებში ჩატვირთულ რუსულ ნავთობს საერთოდ!!! რაც გზაშია, ჩატვირთულია 45 დღის განმავლობაში კიდევ გაიყიდება.
გარდა ამისა, 60 დოლარი არის ის ზღვარი, რა ფასადაც შეუძლიათ გადაზიდონ გადამზიდავებმა და დააზღვიონ სადაზღვევოებმა რუსული ნავთობი იმ ქვეყნებში გადასაზიდად, რომლებიც ემბარგოს არ შეერთებიან!
ოპეკ+ წლის ბოლომდე მოპოვების შემცირებას არ აპირებს!
ურდო იმუქრება, ვინც ამ საფასო ზღავრს მიიღებს, იმას ნავთობს არ მივყიდიო! ჯერ ერთი რუსეთი ისედაც უფრო იაფად ყიდის ინდოეთში, ჩინეთში და თურქეთში თავის ნავთობს. ეს ფასი მალე სანატრელი გაუხდება, ასე რომ სულ ტყუილად ბაქიბუქობენ!
გაზის ექსპორტი ხო დაბრიდა პუტლერმა საკუთარი ხელით, ახლა ნავთობის ჯერია! ამიტომაც ბეჭდავენ კვების ტალონებს 2023 წლისთვის!
გაეროში გაჩნდა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის თაობაზე რეზოლუციის პროექტი! ვნახოთ რა განვითარება ექნება!
მაკრონის “ზრუნვას” რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე ძალიან ხისტი პასუხი მოყვა კიევიდან და ძალიან დიდი ნეგატიური გამოხმაურება ექსპერტულ და დიპლომატიურ წრეებში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საერთოდ წყალი გადაასხა რუსეთთან რაიმე შეთანხმების გაფორმებას. ყველაფერი უკუღმა აკეთებენ და რა აზრი აქვს მაგათთან რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკსო!
არ უწერია პუტლერს ამოსუნთქვა და რაიმე ზავისმაგვარის გაფორმება, რომ ძალები მოიკრიბოს და ისევ შემოგვიტიოს!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ჩამოინგრევა!
დიდება ქართველ გმირებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!