“გავანათოთ კიევი” – ასე მიმართავს უკრაინელი ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო მსოფლიოს. მან ვიდეომიმართვა, რომელიც ამ დროითვის არ გავრცელებულა, ბნელ და ცარიელ ოლიმპიურ სტადიონზე ჩაწერა და საზოგადოებას ქვეყნის საავადმყოფოებისთვის გენერატორების შესაძენად თანხების მოზიდვაში დახმარებას სთხოვს.
[su_quote]ჩემს ცხოვრებაში ასობით სტადიონზე ვითამაშე და გავიტანე გოლი მთელს მსოფლიოში. მაგრამ მხოლოდ აქ, განათებულ ოლიმპიისკის სტადიონზე, ჩემს მშობლიურ კიევში, განვიცადე ნამდვილი ბედნიერება. ერთ დღეს სინათლე აქ დაბრუნდება. მაგრამ დღეს ჩვენ უნდა გავანათოთ იგი. სადაც ყველაზე მეტად საჭიროა[/su_quote] – აცხადებს შევჩენკო.