უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ უკრაინის გამარჯვება იარაღის ძალით და სულის სიმტკიცით მოიპოვება. ის პოსტს თან ურთავს ფოტოებს.
„ჩვენი გამარჯვება იარაღის ძალით და სულის სიმტკიცით მოიპოვება. ჯარისკაცების ძალით და ხალხის ძალით. სახელმწიფოს ძალით და კულტურის ძალით. ჩვენი ერთიანობის სიძლიერე არის ჩვენი უნარი, ვიმუშაოთ ერთად უკრაინის ინტერესებისთვის და ერთმანეთის მხარდაჭერით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.