საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია, სოციალურ ქსელში, Twitter-ზე უკრაინაშ დაღუპული მებრძოლების შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“რურუა, კვარაცხელია, ფიჩხაია, ალადაშვილი, მარკელია… 33 ქართველი გმირიდან ბახმუტში, უკრაინაში ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში საერთო მტრის ხელით ბოლოს დაცემულები. ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა. დიდება გმირებს.” – წერს გახარია