უკრაინამ პრორუს სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 სასულიერო პირი სხვადასხვაგვარად შეთანხმდა საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ხელს უწყობდნენ პრორუსულ ნარატივს და ამართლებდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში.
განცხადების თანახმად, სანქცირებული სასულიერო პირების უმეტესობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ან საზღვარგარეთ ცხოვრობს.
[su_quote]უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ყოვლისმომცველ მუშაობას უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვაზე და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას[/su_quote] – ნათქვამია განცხადებაში.