ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხორიაში.
სოფელში მერის წარმომადგენლის ასისტენტის განცხადებით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
ხანძრის დროს სახლი მთლიანად დაიწვა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.
წყარო: “ინფო რუსთავი”