aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, “მორალის პოლიცია” გაუქმებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა ორ თვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მორალის პოლიცია გააუქმა.

„მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან და გაუქმდა”, – თქვა გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა საინფორმაციო სააგენტო ISNA- თან.

ირანში “მორალის პოლიციის” ქვედანაყოფებმა პატრულირება 2006 წელს დაიწყეს. მორალის პოლიცია შეიქმნა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის დროს, რათა ქალებში გაევრცელებინა „მოკრძალებისა და ჰიჯაბის ტარების კულტურა“.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო ტალღა 22 წლის გოგონას, მაჰსა ამინის, გარდაცვალების შედეგად წარმოიშვა. ის “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და ფიზიკურად იძალადა, შედეგად გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

იტვირთბა....