ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის თქმით, უკრაინაში ომის ფონზე ის საქართველოში უფრო მშვიდად გრძნობს თავს, ვიდრე ევროპაში.
მეუფე იაკობმა ქადაგებისას უკრაინაში ომი დასავლეთს ღიად დააბრალა. მისი განცხადებით, ევროპა ფულს რუსეთში შოულობს, ამ ფულით კი უკრაინას იარაღს აწვდის, რომ ომი მათ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.
“სადამდე გაგრძელდება ეს ომი? ალბათ, აღარც რუსეთს შეეკითხებიან და აღარც უკრაინას. იმდენი ხანი გაგრძელდება, რომ რუსეთი დაუძლურდეს, ეკონომიკურად უძლურებაში წავიდეს. ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა, ახლაც რაღაც პროგრამაზე ვიყავი წასული აშშ-ში და მინდა გითხრათ, აშშ-ში ომი საერთოდ არ იგრძნობა.
ევროპაშიც რამდენჯერმე ვიყავი წელს და მინდა გითხრათ, საქართველოში ბევრად მშვიდად ვარ ომის თვალსაზრისით, ვიდრე ევროპაში. ევროპაში ხომ ყველაფერი დალაგებულია, ევროპამ ხომ თვითონ გააკეთა ისე, თავისი რევერანსებით, თავისი ფლირტით, რომ მივიღეთ ეს ომი, ეს საშინელი ომი… ფულს რატომ იხდიან, იარაღს რატომ აწვდიან, იმიტომ რომ ომი არ გადავიდეს იქით.
რუსეთის ფულს შოულობს ომის დროს და ასევე შეკვეთებს სახვა ქვეყნებიც იღებენ. რა იქნება ომის შემდეგ? იქნება კი უკრაინა თავისუფალი, თუ ისევ გაიყოფა, როგორც გერმანია გაყვეს თავის დროზე და თუ ჩახვალთ ბერლინში დასავლეთ ბერლინს რომ ნახავთ და მერე ნახავთ აღმოსავლეთ ბერლინს, ნახავდით, რომ ერთი დაბალ ამერიკას ჰგავდა და მეორე ან პეკინის გამზირი გეგონებოდა, ან კიევში გეგონებოდა თავი ისეთი იყო”, – თქვა მეუფე იაკობმა.
გარდა ამისა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ გაცემული მილიარდობით დახმარებით ისვე უკრაინა ზიანდება.
“ამ ომის დროს უკრაინაში უდიდესი ტრაგედიაა, რუსეთი თავისთავად ტრაგედიაშია, იმიტომ რომ იმდენი მიწა აქვს და კიდევ მიწებისთვის იბრძვის. საბოლოო ჯამში, ღმერთმა რომ გაიყვანოს ისინი და უთხრას რა გინდა რისთვის აკეთებთო, ღმერთს ხომ პასუხს ვერ გასცემ, შეიძლება ჩვენ ერთმანეთი ვატყუოთ იდეოლოგია იყოს და აჰყვე იდეოლოგიას, მაგრამ რისთვის ვიბრძვით ხომ?
რა გვინდა, რას ვერჩით ამ უკრაინელ ხალხს, რამდენი გავაქციეთ უკრაინიდან და ახლა შეხედეთ, ორივე მხარე გამეტებით ებრძვის ერთმანეთს – ერთი თავის წარმატებებს აცხადებს, მეორე თავისას და სად ხდება ომი და ოხრობა?! – ხდება, მსოფლიოც აღიარებს, ჩვენი ქვეყანაც აღიარებს, უკრაინის ტერიტორიაზე, ვინ ზიანდება ეს მილიარდობით დახმარება რომ შედის იმ მილიარდობით ისევ მილიარდობით ზიანს ვაყენებთ ისევ იმ ქვეყანას ხომ? მერე ვინ ააწყობს ამას, თუ მსოფლიოში ეს კრიზისი გავრცელდა”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.