aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან” – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დიდება და მადლობა ჩვენს გმირებს, რომლებიც წირავენ სიცოცხლეს საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის! ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, თანამებრძოლებს, ახლობლებს და ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ბიჭების თავგანწირვა საქართველოს მომავლისთვის!
ბახმუტის ირგვლივ ვითარება გუშინდელთან შედარებით ვითარება დამძიმდა იმიტომ, რომ ათეულობით საბატალიონო ტაქტიკური დაჯგუფებაა გადასროლილი ვაგნერის მიერ დაკომპექტებული ზეკებით, მკვლელებით და ნაძირლებით! მტრის არტილერია მუშაობს გაუჩერებლად და ავიაციაც ბომბავს ჩვენების პოზიციებს!
გუშინ ჩვენებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი სუ-34 საფრონტო ბომბდამშენი!
ბახმუტი არ არის ალყაში და ბახმუტის აღებას კიდევ დიდი დრო და ათეულ ათსობით ურდოს მსხვერპლი დაჭირდება!
სვატოვე-კრემენნას მიმართულებით ჩვენები მიიწევენ წინ ბრძოლებით, თუმცა აქაც ურდოს დიდი ძალებია კონცენტრირებული!
ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურიდან შეიძლება გავიდეს ურდო. ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა გროსიმ ლა რეპუბლიკას უთხრა, რომ მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან!
ჩვენების სპეცდანიშნულების რაზმმა დროშა აღმართა დნიპროს მარცხენა ნაპირზე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მარცხენა ნაპირი უკვე გათავისუფლებულია! თუმცა, ეს არის პირველი გამოჩენა მარცხენა ნაპირზე!
შოიგუ ჩავიდა ბელარუსში და შეხვდა ლუკაშენკას. ერთიანი ჯარის მზადყოფნაზე ისაუბრეს, დაიცვან ბელარუსის ტერიტორია. სინამდვილეში, ბელარუსი კიდევ გადასცემს საკუთრ შეიარაღებას რუსეთს!
პუტლერის პირი პესკოვი ამბობს, რომ პუტლერი რამე დროს ჩავა დონბასში! დიდი ხანია ამას იძახის!
პუტლერის პოვარმა პრიგოჟინმა “გააშიშვლა” ავადცნობილი როგოზინი, რომელიც ნატოს ეკიპირებაში პოზირებდა ფრონტიდან!
დიდმა შვიდეულმა და ევროკავშირმა შეათანხმა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი 60 დოლარი!
პუტლერი იმუქრება, რომ ვინც ამ ზღვარს შეუერთდა და მიიღებს, რუსეთი აღარ მიყიდის ნავთობს!
მაკრონი ისევ ზრუნავს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე!
ჩვენების პასუხია: როცა ურდო გავა სრულად უკრაინის ტერიტორიიდან, დავსჯით ყველა სამხედრო დამნაშავეს და რუსეთი სრულად გადაიხდის რეპარაციებს, უკრაინა მზად იქნება განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია განადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....