ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის სკოლაში მომხდარი ხმაურიანი დაპირისპირება – მასწავლებელი, რომელზეც მშობელმა ფიზიკურად იძალადა, “მეტრონომთან” ალაპარაკდა

გორის მესამე სკოლაში, რამდენიმე დღის წინ, ერთმანეთს მშობელი და პედაგოგი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაწყებული პრობლემის გაგრძელება აღმოჩნდა, რომლის მოგვარება მშვიდობიანი გზით ვერ მოხერხდა.

“მეტრონომი” გორის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგს, მზაღო ნასყიდაშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები გაარკვია. პედაგოგი “მეტრონომთან” საუბრისას თავს არიდებს პასუხის გაცემას და უარყოფს მომხდარ ინციდენტს, თუმცა ფაქტი, რომ ნამდვილად მოხდა, ეს ცხადია. მზაღო ნასყიდაშვილის თქმით, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ეს უბრალოდ აგორებული სკანდალია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.

“ჟურნალისტებმა გააბუქეს ეს ამბავი და ვერ გაიგეს სწორად ინციდენტი. ეს არ ყოფილა არანაირად ფიზიკური დაპირისპირება და ეს არის მოგონილი, აგორებული ჭორი, რომელიც არასწორად გავრცელდა მედიაში”, – განაცხადა გორის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგმა, მზაღო ნასყიდაშვილმა.

იტვირთბა....