ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ნარმანიამ პასუხი უნდა აგოს… პროკურორმა კი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა“

 

„ეს არის უსინდისობა და დანაშაული, ეს არის აუცილებლად გამოსაკვლევი და დასასჯელია, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ნარმანიამ პასუხი უნდა აგოს, რატომ ფლანგავს ასე ფულს,“- ასე გამოეხმაურა საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის დავით ნარმანიას მიერ ისანი-სამგორის რაიონის მთავარი პროკურორის შვილის საფრანგეთში სწავლისთვის თანხის გამოყოფას.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიმღები აუცილებლად დასასჯელია.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მერიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება უპასუხისმგებლოა და პროკურორის მხრიდან კი თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ხდება.

„რაც მერიაში ხდება ეს არის უპასუხისმგებლობის, უკონტროლობისა და თავგასულობისა და ასევე მაღალი რანგის თანამდებობის პირის მხრიდან თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნათელი მაგალითებია,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

იტვირთბა....