უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 90 600 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი – 2917
- ჯავშანტექნიკა – 5886
- საარტილერიო სისტემა – 1906
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 395
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 210
- თვითმფრინავი – 280
- ვერტმფრენი – 263
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1572
- ფრთოსანი რაკეტა – 531
- გემი/ნავი – 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4472
- სპეცტექნიკა – 163
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.