ახალი ამბები უკრაინის ომი

სამხედრო ექსპერტის განცხადებით, რუსეთის არმიის ხერსონ-ყირიმის ჯგუფი, შესაძლოა, ალყაში მოექცეს

სამხედრო ექსპერტმა რომან სვიტანმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიის ხერსონ-ყირიმის ჯგუფი შესაძლოა, ალყაში მოექცეს, რადგან შეიარაღებული ძალები აზოვის ზღვისკენ გადაინაცვლებენ.

„რუსული ჯარების სიმჭიდროვე [ზაპოროჟიეში] ამ მხარეში, ალბათ, ყველაზე დაბალია ყველა სხვა ფრონტთან შედარებით. ამიტომ,  ამ ფრონტზე ისინი თავს ძალიან დაუცველად გრძნობენ. ის უკრაინული რეზერვები, რომლებიც გადაიყვანეს მდინარე დნიპროს მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე, აძლიერებენ ზაპოროჟიეში ფრონტს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ექსპერტმა დასძინა, რომ ოკუპანტებს ესმით სიტუაციის სირთულე და ამიტომ მათ რიგებში დეზერტირების შემთხვევები ხშირდება.

„ახლა დაიწყო ყინვები და ამიტომ მჯერა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინული ჯარები დაიწყებენ ამოცანის შესრულებას, გადაკვეთონ რუსეთის სახმელეთო დერეფანი ყირიმში და მიაღწიონ აზოვის ზღვის სანაპიროს. აზოვის ზღვასთან მიღწევის შემდეგ უკრაინული არმია გაწყვეტს რუსეთის დერეფანს ყირიმისკენ. ერთ-ნახევარ კვირაში ოკუპანტს საბრძოლო  მარაგი ამოეწურება, ასე რომ შესაძლებელი იქნება რუსების განდევნა ზაპოროჟიე, ხერსონის ოლქიდან, შემდეგ კი ყირიმში შევა მელიტოპოლის გავლით“, – დასძინა სვიტანმა.

იტვირთბა....