საზოგადოება

ცნობილი ფსიქოლოგი გვირჩევს: როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვი არ შევაშინოთ

მშობლები ხანდახან შვილებს თავისდაუნებურად თუ გამიზნულად შიშებს უნერგავენ. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ხსნის თუ რას ნიშნავს შიში ბავშვისთვის და რა ზიანი მოაქვს მას:

„არის ირაციონალური, შფოთვითი შიში, განგაშის მდგომარეობა და არის გამოკვეთილი შიში, როცა კონკრეტულად ეშინია ადამიანს რაიმესი. ამ უკანასკნელ შიშებში შედის ფობიები. ბავშვზე ფსიქოლოგიურად შეიძლება იმოქმედოს გუდიანი კაცით დაშინებამ, მითუმეტეს რომ ეს კონკრეტული სახე არ არის, ზღაპრული პერსონაჟია და ბავშვის ფსიქიკა დიდხანს ვერ მიჯნავს რეალურს და არარეალურს. ბავშვში ისედაც არსებობს წარმოსახვები, მას ეშინია სიბნელის და ამავე დროს ეშინია საწოლის ქვეშიდან ვინმემ ხელი არ გამოყოს. ამას კიდევ რომ ვამატებთ გამოგონილ ფანტასტიკურ სახეს, ეს ძალიან ცუდია. ასევე შემაშფოთებელია ის, რომ მშობელი ბავშვს მორჩილებას შიშით აჩვევს. ანუ, მორჩილების მოტივატორად შიშს ხდის. ეს საინფორმაციო კოდი ჯდება ბავშვში, რომ თუ შეაშინებენ, ყველაფერზე ხელი უნდა მოაწეროს. შედეგად იზრდება დამფრთხალი ადამიანი. მშობლის ავტორიტეტი ბავშვის გონებაში ძალიან დიდია, ამიტომ საკმარისია ისიც, რომ მშობელმა უთხრას, რომ მას ეწყინა. ამგვარი დაშინებები მშობლის ქვეცნობიერ სურვილს გამოხატავს, ძალაუფლება იგრძნოს.

არსებობს მეორე სახის „დაშინება“, შიში, როცა ბავშვს მშობელი ეუბნება, რომ გადასასვლელზე ფრთხილად გადავიდეს, თორემ… ძაღლმა არ უკბინოს, თორემ… თუ ეს გამაფრთხილებელი შეგონებები მშობლის მხრიდან პანიკური, შფოთვითი ფორმით არის მიწოდებული, ასეთ დროს ბავშვს კატასტროფა აქვს წარმოდგენილი. მშობელმა აუცილებლად უნდა გააფრთხილოს და ასწავლოს საფრთხის შემცვლელ სიტუაციებზე, ოღონდ არა გადაჭარბებით, არა ზედმეტი ემოციურობით და არაყოველდღიურად, სახლიდან გასვლის წინ.

ადამიანებისთვის არსებობს მხოლოდ ორი სახის შიში: სიკვდილის და სიცოცხლის. ეს უკანასკნელი თავისი სირთულით და სტრესებით იწვევს შიშს. დანარჩენი შიშები ამ ორი მთავარი შიშიდან არის ამოზრდილი.

არსებობს სასარგებლო, დასწავლილი შიშებიც. მაგალითად, პატარა ბავშვი რომ მიბობღავს აივნისკენ, ამ დროს მშობელი, რომ ემოციურად და პანკურად გამოხატავს შიშს, ეს კარგია ბავშვისთვისაც, რადგან მის გონებაში იბეჭდება, რომ აქ ფრხთილად უნდა იყოს. „-განგმარტავს ფიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე.

„შუა დღის შოუ“

იტვირთბა....