ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მასობრივი იერიში სხვადასხვა ქვეყნის უკრაინის საელჩოებზე – ჩეხეთში საკონსულოს ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა

ჩეხეთის პოლიციის ცნობით, მადრიდის საელჩოს მსგავსად, სახიფათო გზავნილი ბრნოში მდებარე უკრაინის საკონსულომაც მიიღო. შენობიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შორის, მახლობლად მდებარე საბავშვო ბაღიდან, ევაკუაცია განხორციელდა.

თავდაპირველად, ასაფეთქებლების გაგზავნის სერია 24 ნოემბერს დაიწყო, როცა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა გზავნილი მიიღო. ამის შემდეგ, მსგავსი მოწყობილობები გაუგზავნეს თავდაცვის სამინისტროს, საჰაერო ძალების ბაზას, იარაღის მწარმოებელსა და უკრაინის საელჩოს ესპანეთში.

30 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდში მდებარე უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ამას მოჰყვა “სისხლიანი გზავნილების” სერია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე უკრაინის საელჩოებმა (უნგრეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ხორვატიისა და იტალიაში) მიიღეს. შეფუთვები გაჟღენთილი იყო სპეციფიური ფერისა და სუნის მქონე სითხით. მათში მკვდარი ცხოველების თვალები იყო მოთავსებული.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, დმიტრო კულებას მოთხოვნით ყველა საელჩო და საკონსულო გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. მიმდინარეობს გამოძიება გზავნილის მნიშვნელობისა და მისი ადრესანტების გარშემო.

იტვირთბა....