ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს :
” თუ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე,. ეს უკანონობაა პირდაპირ და ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მოდით, სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ ამბავს:
მე ასევე ლეგიტიმური მგონია კითხვა: ამდენ ხანს თავად რატომ არ წამოვიდა ამ სიმინისტროდან?
როცა იმ ადამიანის ოჯახის წევრი ხარ, ვინც იძახის,. რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს,. არის რუსული ხელსიუფლება და საქართველო რუსეთისკენ მიყავს, რად გინდა ასეთი ხელისუფლების ნაწილად ყოფნა?
გასაგებია, რომ პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა,. მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა,. რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის კურსზე.
თუ ივანიშვილს რუსეთისკენ მიყავს ქვეყანა და დარჩიაშვილი ჯიუტად დასავკეთისკენ გვექაჩება?
ნუ ისიც შეიძლება, რომ არ ეთანხმება მეუღლეს, ქვეყანა რუსეთისკენ მიდისო,რომ იძახის… ესეც ვარიანტია.”