ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გელათის გადარჩენის მოთხოვნით, ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა

გადავარჩინოთ გელათი – ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის წევრებმა რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერეს და ხელისუფლებას გელათის შესახებ დადებული დასკვნების გასაჯაროებისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, გელათთან მიმართებაში იკვეთება გარკვეული პირების დანაშაული და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. აქციის მონაწილეების ტაძრის გადასარჩენად დროულ რეაგირებას ითხოვენ. აქციას კულტურის პროფკავშირების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.

იტვირთბა....