ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პიროვნული ხაზები არ უნდა გადაკვეთო – ბაჩო დოლიძე პეტრე ცისკარიშვილს

„პიროვნული ხაზები არ უნდა გადაკვეთო“, – ამ სიტყვებით პასუხობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ამავე პარტიის წევრის პეტრე ცისკარიშვილის ბრალდებებს, რომ ნიკა მელია აპირებს, პარტია დააზიანოს და ის საქმე აკეთოს, რასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს.

მისი თქმით, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შედარება არასწორია.

„თუ სადმე თავ-პირის მტვრევა იყო, მგონი, ყველგან ეპიცენტრში იყო ეს ბიჭი [ნიკა მელია], პარლამენტიდან დაწყებული და სამაჯურის გაკეთებით დამთავრებული. დღეს კობახიძეზე მისი შედარება, ნუ არ ვიცი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მაინცდამაინც ბევრი ადამიანი არ არის, ვისთანაც პირადად სხვა ურთიერთობა არ მაკავშირებს. როგორ განსხვავებულ, რადიკალურ პოზიციებზე მე და პეტრე არ უნდა ვიდგეთ, არის რაღაცა საკითხები და ხაზები, რომელსაც მე პირადად არასდროს გადავკვეთ.

ყველაზე კარგად ახლა პეტრემ იცის, აღნიშნულ პროცესში მერაბიშვილი არის ჩართული, კეზერაშვილი, თუ ახალაია. არის ჩართული? უნდა გამოვიდეს წინა მხარეს, რომ არავის ეგონოს, რომ კაცი თურმე არაფერში არ ერევა და თურმე, ერევა“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

იტვირთბა....