დეპუტატ გია ვოლსკის თქმით, არ შეიძლება ოპოზიციონერის ოჯახის წევრი მუშაობდეს ისეთ სამსახურში, სადაც შესაძლოა მას საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა.
განცხადება ამის შესახებ ვოლსკიმ, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლის თანამდებობიდან გათავისუფლების კითხვის პასუხად გააკეთა:
“თუ ზურაბ გირჩის ჯაფარიძის მეუღლე გაათავისუფლეს , რა თანამდებობაზე იყო არ ვიცი მაგრამ, თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია იგი არ შეიძლება უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღიურად და მგონია, რომ სწორედაც ესეთი მოქმედების ერთ ერთი ლიდერია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მაგრამ, გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს რეალობა, მე არ ვიცი…
ეს ჩემი პირადი აზრია, არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი, ოჯახის წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა.” ამბობს ვოლსკი.შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯაფარიძის მეუღლე, ნატა ქორიძე 17 წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. როგორც ქორიძემ ფეისბუქზე დაწერა, მიზეზად რეორგანიზაცია და მისი თანამდებობის გაუქმება დაუსახელეს.