ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა მელია აპირებს, ჩვენი პარტია დააზიანოს და იგივე საქმე აკეთოს, რასაც კობახიძე აკეთებს “ოცნებაში” – ცისკარიშვილი

პეტრე ცისკარიშვილი პარტიის თავმჯდომარეს ტყუილში ადანაშაულებს. ,,ნაცმოძრაობის” გენმდივანი ამბობს, რომ სიცრუეა ნიკა მელიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ის თითქოს მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა იმ დროს, როცა ხაბეიშვილის თანამოაზრეები პარტიაში არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

პეტრე ცისკარიშვილი უფრო შორს მიდის, ნიკა მელიას ,,ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ადარებს და ამბობს, რომ ნიკა მელია ირაკლი კობახიძის მსგავსად თანაგუნდელების შესახებ იტყუება.

რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, რომ ის სააჩევნო პერიოდის დროს ყოფილ თანაგუნდელებზე უფრო მეტს იტყვის, პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უფრო ჭორაობას ემსგავსება.

როცა ამ ბრიფინგის ამბავი შევიტყვე, მე ოფისში შევატყობინე, რომ ვერ მოვიდოდი ამის გამო და მან ეს ძალიან კარგად იცის, რადგან იქ უკვე ჩემი მხრიდან კუთხეების დამრგვალება გახდა საჭირო, ორი ვარიანტი იყო, ან ის დათანხმდებოდა არჩევნებს და მაშინ ჩემი ამოცანა იყო, ცივილიზებულ, კონკურენტუნარიან, ნორმალურ გარემოში გამართულიყო და ვინ იქნებოდა კანდიდატი მეორე მხრიდან, ეგეც მაინტერესებდა და ათასი სხვა საქმე გამომიჩნდა.

ხოლო თუ არ დათანხმდებოდა, ჩემი ამოცანა, როგორც გენმდივნის, ის იყო, რომ დამატებითი ესკალაცია არ მომხდარიყო სტუაციის.

დავესწრებოდი, თუ არ დავესწრებოდი, იქ პრინციპში ამას არსებითი განხილვა სხვა საკითხების ვეღარც მოხდებოდა. და თუ ყველა მივიდა, აქაც ტყუის ეს კაცი, ყველა არ მისულა, თუ ყველა მივიდა და მე ერთი კაცი ვაკლდი, გაემართათ თათბირი, ემსჯელათ და მე აქედან ტელეფონით შევეხმიანებოდი.

ჩემს სახელს და გვარს ამ ბოლო დროს ძალიან მკაფიოდ გამოყოფს ირაკლი კობახიძე, რომელიც რაღაცეებს მაბრალებს. ამ კაცმა, ნიკამ, დაიწყო სხვა ტიპის ტყუილები, მაგრამ ასევე ჩემს გარშემო ტყუილების გავრცელება.

მომავალში ფარდას რაღაცეებს ავხდიო, რომ ამბობს, ფარდა რას უნდა ახადოს, პარტიის შიდა ამბებს? ანუ ჩვენს პარტიაზე უნდა იჭორავოს? ჩვენი პარტია უნდა დააზიანოს? იგივე საქმე უნდა გააკეთოს, რასაც ირაკლი კობახიძე, ,,ქართული ოცნება”, ,,იმედი” და ,,პოსტ ტვ” აკეთებენ ბოლო რამდენიმე წელია? – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი

იტვირთბა....