უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დაიწყო სამხედროების გაყვანა ზაპოროჟიეს ოლქიდან. უწყება ამბობს, რომ რუსები გადიან სოფელ მიხაილოვკადან, ქალაქ პოლოგიდან და სოფელ ინჟენერნოედან. გარდა ამისა, სოფელ ბურჩაკში მოსახლეობას ევაკუაციას სთავაზობენ.
“არსებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამზადებენ ცალკეულ ქვედანაყოფებს და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალს.
ასე რომ, ნაწილებმა, რომლებიც განლაგებული იყო პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში და ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დატოვეს სოფელი მიხაილოვკა.
პოლოგისა და ინჟენერნოიეს დასახლებებში ოკუპანტები ტოვებენ სახლებს, სადაც ისინი იყვნენ დასახლებულები და გააქვთ მოპარული ქონება”, – ამბობს გენშტაბი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, წინა დღეებში ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებებში მირნოე, ტოკმაკი, ინჟენერნოიე, პოლოგი, იასნოე და კონსკიე დრაჟრი, რუსეთის ფედერაციის დანაკარგმა შეადგინა 230-ზე მეტი. დაჭრილია, ლიკვიდირებული დამპყრობლების რაოდენობა ზუსტდება, განადგურებულია 15-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და საწყობი.