ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარტო ნოემბერში!!! ურდომ 17 ათასი მკტარი აფრინა კობოზნთან! – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი უკრაინის ომზე

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გამარჯობა მეგობრებო! გუშინ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა ოკუპანტების წინააღდეგ ბრძოლაში! ვუსმამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და მთელ საქართველოს! ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში! დიდება გმირებს!
#BDN #BუკაDეილიNიუსი ს ამბებიდან:
ფრონტის ხაზზე პოზიტიური ამბები მოდის ზაპოროჟიედან. ნამდვილად გაყავს ურდოს საკუთარი ნაწილები მოწინავე პოზიციებიდან და იწყებს მელიტოპოლის გამაგრებას! არ გიშველით არაფერი ურჩხულისშვილებო! ზაპოროჟიე მალე იქნება თავისუფალი!
ლუჰანსკში კრემენნა-სვატოვესკენ მიიწევენ წინ! ცოტაც და კრემენნა ალყაში იქნება! ცოტაც და უშუალოდ სვატოვეს მიადგებიან ჩვენები!
დონეცკში კვლავ ცხელა, მაგრამ ჩვენები ძალიან მაგრად დგანან. ერთი კურძიუმოვკას აღება-ვერ აღებაზე, სპორნოეში და მარინკას ცენტრში ყოფნა არ ყოფნა გადაჭამეს ერთმანეთი ურდოს სამხედრო კორესპონდენტებმა! ისევ მიდის ერთმანეთზე ისრების გადაყვანა: პრიგოჟინის ვაგნერი მაგარია, გენერლები აფუჭებენ ყველაფერს! ჩემი ქვედა კიდურები – პრიგოჟინი მაგარია ზეკების და მობიკების ჩახოცვაში!
ჰერსონში დნიპროს მარცხენა ნაპირზე სერიოზულ ძალებს მოუყარა თავი კინბურნის შვერილზე ურდომ, მაგრამ ესეც ძირითადი ძალების გაყვანის ხელშესაწყობად! ომის შესწავლის ინსტიტუტი და ყველა ძირითადი ორგანიზაცია და ექსპერტი ირწმუნება, რომ დეკემბერ-იანვარ-თებერვალში მორიგი სერიოზული ჩამოშლა ელოდება ურდოს! პლიუს გაყინვა და საველე პირობებში სიკვდილი!
მარტო ნოემბერში!!! ურდომ 17 ათასი მკტარი აფრინა კობოზნთან!
ჩვენ მხარესაც არის ცხადია მსხვერპლი – შეიარაღებულმა ძალებმა 12,5 ათასი კაცი დაკარგა! დიდება სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს!
მოთქვამენ ურდოს პროპაგანძილკები, ყველას დაგვიჭერენ, ყველას დაგვსჯიან – დიახ, დიახ, დიააახ! ასე იქნება! ვისაც ხელი გაქვთ გასვრილი, სასამართლო სკამი არ აგცდებათ და როგორც ქვეყანა, პუტლერის რეჟიმთან ერთად დაისჯება!
აუცილებლად დაისჯება – საფრანგეთი ღიად უჭერს მხარს ომის დამნაშავეებისთვის საერთაშორისო სასამართლოს შექმნას!
მაკრონი ვაშინგტონში ჩავიდა! ელოდნენ ყველგან მისი და ბაიდენის პრესკონფერენციას! მოკლედ: თავშივე უნდა ვთქვა, რომ მაკრონმა განაცხადა: ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინელებზე ზემოქმედებას მოლაპარაკების დაწყების მიზნით (დააპირებთ და დემბელესი აჯობებს)!
ნუ, ამ პუტინზე ტელეფონთან ლაპარაკოფილია რო ჭირს ეს გავიგეთ. იმავე პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მაინც არ არის ამოწურული პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა და ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ის აპირებს რამდენიმე დღეში პუტლერთან დალაპარაკებას. ე ბუჯო, მასკოვიადან გიპასუხეს, პუტლერის გრაფიკში არ ზის სატელეფონო საუბარი მაკრონთან! მონ ძიე, რო გეეშვა ამ პუტლერთან უათსაპ ლაივს, არაა?☺️☺️☺️
ძია ჯო ბაიდენმა ოქროდ ჩაახუჭუჭა და მე ამას ჩემი სიტყვებით გადმოგცემთ: მოკლედ ჯერ პუტლერმა უნდა დაახვიოს უკრაინიდან (უნდა გავიდესო), მერე უნდა გამოავლინოს ნება, რომ სურს ომის დასრულებაო და ყველაფერ ამის შემდეგ, ჩემს მოკავშირეებთან შეთანხმებით შემიძლია ლაპარაკი დავიწყო მაგასთანო, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვატყობ მაგას, რომ ომის დამთავრება უნდოდეს, უზარმაზარ ფასს იხდის ყოველ დღე ამ ომშიო (ცოტნე ცოტაშვილის ფრაზა მოდის აქ – მო…..ხდენია პატრონი) და შესაბამისად სალაპარაკოც არაფერი მააქვს მაგ ვიგინდარა ნაძირალა ტერორისტთანო!
რა თქვას კაცმა მეტი?! ოქროდ ჩამოაყალიბა!
სადამდე გააგრძელებს ამ ფხაკურს პუტლერი? გაზპრომის 2022 წლის მოპოვება 14%, ხოლო ექსპორტი – 40%-ით შემცირდა! ტიპებს ქუჩაში აჩერებენ საბუთების შესამოწმებლად და პასუხად “სლავა უკრაინი”-ო ეუბნებიან! აჰაჰაჰაჰააა! ჩვენი “მესტნი” პუტლეროსების ტვინებშიც ქ….ოქელემ გაზელემ რა
თან საქმეო და ძია ჯომ კონგრესს მიმართა 38 მილიარდი გამოყავი, უკრაინას ზამთარი უნდა გადავატანინოთ და ომში გავამარჯვებინოთო!
გერმანიის მთავრობამ ახალი სამხედრო დახმარება დაამტკიცა – თვითმავალი ჰაუბიცები, ჯავშანმანქანები, ზამთრის ფორმები და ა.შ. და ა.შ.
ლიეტუვამ 13 მილიონის მორიგი სამხედრო დახმარება გამოუყო უკრაინას!
იტალიის მთავრობამ 2023 წლის უკრაინის სამხედრო დახმარების და შეიარაღების მიწოდების გეგმა დაამტკიცა!
ჩეხეთში უკრაინული ძალები გაივლიან მომზადებას!
ამერიკა გერმანიაში მოამზადებს ყოველ თვე 2500 უკრაინელ სამხედროს!
ნორვეგია ამატებს ინსტრუქტორებს და გზავნის ზამთრის ფორმებს!
ბელგიიდან მიდის წყალქვეშა დრონების ქარავანიიი!
მთელი ნატო და ცივილზებული სამყარო იძახის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტლერმა ვერ გაიმარჯვოს და უკრაინამ ეს ზამთარი გადაიტანოს და ბრძოლის ველზე წარამტებულ წინსვლა განაგრძოს!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ იმსხვრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!

იტვირთბა....