ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 90 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
ტანკი – 2 916 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 5 883 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 1 905 ერთეული [+1]
MLRS – 395 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 210 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 280 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 262 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 564 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 464 ერთეული [+23]
სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან პირველ დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

334 თვითმფრინავი
177 ვერტმფრენი
2 592 უპილოტო საფრენი აპარატი
391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 930 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
905 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 642 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 431 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

იტვირთბა....