“ვივა მედთან” გაშლილ კარავს, სადაც რამდენიმე დღეა სასულიერო პირი იმყოფება, “კმარას” თანადამფუძნებელი, თეა თუთბერიძე, ეხმაურება:
“არ ვიცი ვინაა, რა ღირებულებების მქონეა (სამწუხაროდ ბევრზე დიდი წარმოდგენების არ ვარ ვინც დღევანდელი ეკლესიაშია) მაგრამ ერთადერთი უალტერნატივო ქმედებაა რომელსაც ყველა ქართველი უნდა შეუერთდეს!!! დღეები არა, საათები შეიძლება წყვეტდეს სააკაშვილის კი არა, ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის ბედს!!! გადით გარეთ თორემ მერე გვიან იქნება! თქვენ მოგიწევთ მაგ ჭაობში შვილების გაზრდა და მოგენატრებათ 90-იქნებიც კი, დამიჯერეთ! ევროკავშირი კი არა ქვეყანა აღარ გექნებათ რამე რომ მოხდეს! უკრაინელებს მაინც შეხედეთ! ჯერ იყო და 70 დღე იდგნენ ყინავსა და სიცივეში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს. მერე იგივე გააკეთეს და ბევრმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა 2014 წელის ღირსების რევოლუციის დროს. ახლა რასაც ეს 9 თვეა უძლებენ ისიც იცით და თქვენ ერთმანეთის სოციალურ ქსელებში საჭმის მეტი არაფერი გადარდებთ! სირცხვილია!”, – წერს თუთბერიძე.