უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ოლექსი დანილოვმა, რუსეთზე საუბრისას განაცხადა:
“დღეს რუსეთი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ კოლონიები. მათ გაანადგურეს უამრავი ხალხი, ენა, ტრადიცია და კულტურა. ისინი უბრალოდ ბარბაროსები არიან.
რუსეთი არ ღირს იმად, რომ მასთან მოლაპარაკებები გავმართოთ. რუსები არიან ქურდები, რომლებიც გამუდმებით იპარავდნენ ვიღაცის ისტორიას, მუდმივად ითხოვენ რაღაცას. მე ვიზიარებ აზრს, რომ პუტინი და ჰიტლერი სიამის ტყუპები არიან, იმ განსხვავებით, რომ ერთი მათგანი ცოტა მოგვიანებით დაიბადა“, – განაცხადა დანილოვმა.