მოსკოვის რაიონში, რამენსკოეს გარეუბანში პლასტმასის წარმოების საამქროს ცეცხლი გაუჩნდა- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, РИА Новости ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული სათაო ოფისის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი დაახლოებით 450 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული – „450 კვადრატულ მეტრ ფართობზე პლასტმასის წარმოების საამქროს ცეცხლი გაუჩნდა“, – ამბობს ის
მისივე თქმით, ცეცხლმოკიდებული შენობის სიმაღლე ხუთი მეტრია.