ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამაზე ჩვენ დიპლომატიური რეაგირება გვექნება – კობახიძე ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე

[su_quote]”არ ვიცი, პირველად მესმის ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება, რადგან თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა”[/su_quote]

– აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე დიპლომატის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტირებული პროდუქციის ნაწილი რუსეთში მიდის.

იტვირთბა....