მამუკა მდინარაძის თქმით, ლობისტების შესახებ ინფორმაცია მას უცხოეთიდან აქვს. ამასთან, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ჟურნალისტების მსგავსად, წყაროს გაუთქმელობის უფლება კანონით აქვს მინიჭებული.
უსმენენ თუ არა მესამე პრეზიდენტის დედას უკანონოდ – “ოცნება” შარშია.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ჟურნალისტი, სასულიერო პირი არ გასცემენ წყაროს შესახებ ინფორმაციას და ეს სპეციალური უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ კანონით, რომელიც, როგორც ჩანს, თქვენ არ იცით, სამწუხაროდ. უდიდესი პრობლემაა, როდესაც ჟურნალისტს, სასულიერო პირს, პარლამენტის წევრს დაჟინებით სხთოვენ წყაროს გახმოვანებას, გათქმას, რომელიც მან მიიღო თავის პოლიტიკურ საპარლამენტო საქმიანობასთან, ჟურნალისტურ საქმიანოაბასთან, სასულიერო მოღვაწეობასთან. ეს ქვეყნის შიგნიდან საერთოდ არ ყოფილა ეს ინფორმაცია, ქვეყნის გარედან გვქონდა, ამას გიდასტურებთ, მაგრამ წყაროს დასახელებას რომ მთხოვთ პარლამენტარს, ეს არის უდიდესი პრობლემა. ეს იგივეა, მე რომ მოგთხოვოთ ახლა თქვენ გათქვათ წყარო, როგორც ჟურნალისტმა. ასეთ რამ გთხოვთ, აღარ გაიმეოროთ, – თქვა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ 30 ნოემბერს სამთავრობო არხზე თქვა, რომ გიული ალასანიამ აშშ-ში ლობისტები დაიქირავა.