ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არესტოვიჩი: თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება საქართველოს მთავრობა ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს

[su_quote] პოლიტიკურად, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი არ უნდა, მისი ეშინიათ, თავიანთ მტრად მიაჩნიათ. მიხეილ სააკაშვილი ძალიან მასშტაბური და რთული პიროვნებაა. მისი გაკრიტიკება უწყვეტად შეიძლება, ასევე უწყვეტად შეიძლება მისით აღფრთოვანებაც და ორივე შემთხვევაში ამის საფუძველი არსებობს. ჩნდება კითხვა: რა უნდა უქნა ასეთ ფიგურას? ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. ის ახლა ციხეშია. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს ნელი სიკვდილით მოკლან. მერე კი იტყვიან: ასე მოხდა, ასაკი, სიბერე, ავადმყოფობა, ნერვები, თავად მიიყვანა საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე. იმის დამტკიცება, რომ “მოკლეს” და სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, ძალიან რთულია. სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის. არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. არ ვიცი შეუძლია თუ არა რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის ასეთ სიტუაციაში, ეს მისი გადასაწყვეტია. თუ [სააკაშვილი] ციხეში მოკვდება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, რა მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინოს, ამ ლაქას ვერასდროს მოიშორებენ” – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა გადაცემაში Фейгин Live. [/su_quote]

იტვირთბა....