ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გარდაიცვალა ამ რეჟიმისგან გადახვეწილი პიროვნება, გადმოსვენებას არ დაადგა საშველი – რას წერს შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც პოლონეთში დაღუპულ ქართველს ეხება. ნათელაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„პოლონეთში საქართველოს საელჩოდ წოდებული ბიძინას პირადი წარმომადგენლობა წარმოადგენს გულცივი მკვლელების ბანდას. გარდაიცვალა ამ რეჟიმისაგან გადახვეწილი ახალგაზრდა,გავიდა კვირაზე მეტი,გადმოსვენებას არ დაადგა საშველი,8 დღეა ვრეკაც ელჩთან და ტელეფონსაც კი არავინ პასუხობს.ვინაა ეს ე.წ ელჩი ზურაბ ბერიძე,საიდან მოათრიეს?ან საერთოდ სინდისი,ნამუსი აქვთ ამ თანამშრომლებს,ხალხი მილიონებს უხდის,რომ გამოძღნენ სთეიკით,ტელეფონის აღებაც არ უნდათ. პოლონეთის რესპუბლიკა
საქართველოს საელჩო: პოლონეთის რესპუბლიკაში
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი: ზურაბ ბერიძე
მდებარეობა: ქ. ვარშავა 03-934, პოლონეთის რესპუბლიკა,
მისამართი: კრინიჩნას ქ. N2
ტელეფონი: (+48 22) 616-62-21
(+48 22) 616-62-22 “

იტვირთბა....