ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე “მთავარ არხს” სააკაშვილის ჩამოყვანაზე პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო ასრულებს თავის ფუნქციას, ხოლო რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, ამაზე პასუხისმგებლობა მედიას ეკისრება.

„სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ თავისი პასუხისმგებლობით, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, ამ პარტიის ლობისტების, ტელევიზიების პასუხისმგებლობაა, რომ მათ ჩამოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, და ამის შედეგად ჩაჯდა ის ციხეში და ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ. გაიხსენეთ თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთი ლიდერის და დღევანდელი ხელმძღვანელის მონოლოგი. პირდაპირ მოუწოდებდა მიხეილ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა თუ რამე პრობლემა შეექმნა ჯანმრთელობის კუთხით, ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, სააკაშვილის ჩამოყვანა საქართველოში და მოწოდება თვითდაზიანებისკენ…

თვეების მანძილზე ის არასათანადოდ იკვებებოდა და ეს იყო თვითდაზიანებების გამოხატულება და ამასთან დაკავშირებით თქვენი მხრიდან ისმოდა წამახალისებელი განცხადებები, შესაბამისად აიღეთ პასუხისმგებლობა როგორც სააკაშვილის ჩამოყვანაზე , ასევე იმ მოწოდებებზე, რომელიც უკავშირდებოდა თვითდაზიანებებს“ , – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....