„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ალუდა ღუდუშაურის კრიტიკას უპასუხა. მანჯგალაძის თქმით, უნცობია, პარლამენტარობამდე ვინ იყო და რას საქმიანობდა ღუდუშაური.
„ქოცური პატრიოტიზმი არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა. ალუდა ღუდუშაური მე, საერთოდ, ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა რომ გავიგე თავიდან და დავგუგლე და საერთოდ ვერ გავიგე ვინ იყო მანამდე, სანამ პარლამენტის წევრი გახდებოდა. ალუდა ღუდუშაური როცა აკრიტიკებს ვაშაძეს, უნდა ვნახოთ, ვის რა გაუკეთებია. ხალხო, ეს არ არის იმის გამო, რომ ომბუდსმენის პროცესში არ მონაწილეობს „სტრატიგია აღმაშენებლი. ეს ხდება იმის გამო, რომ „სტრატეგია აღმაშნებელი“ ამხელს ყოველდღიურტად რაშიც რუსეტთან ერთად მონაწილეობს „ქართული ოცნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის გამო “ქართულმა ოცნებამ” “სრატეგია აღმაშენებელი” არაერთგზის გააკრიტიკა.