ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაშია.
“დაახლოებით ორი თვის წინ, ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩვეულებრივად მხვდებოდა, ახლა წევს და ადგომაც, რა ვიცი, ალბათ შეუძლია? არ ვიცი, ვერ დადის. ყოველ შემთხვევაში სეირნობა გამორიცხულია, კორიდორებში მაინც სეირნობდა ადრე და ახლა ესეც არ შეუძლია. მძიმე მდგომარეობაა საკმაოდ, ეს ჩემი შეუიარაღებელი თვალით. არ ვიცი ეს გადაწყვეტილება როგორ და ვის მიერ და სად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, რომ მე რაც შემიძლია ვლოცულობ იმისათვის, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნდეს, მეც ესე მგონია, რომ სიცოცხლის შენარჩუნებაზე არის ლაპარაკი”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.