“მეტრონომი“ “მედგიდის” დამფუძნებელ სოფო ჯაფარიძეს ქალაქში გავრცელებულ ახალ ვირუსთან დაკავშირებით ესაუბრა. ექიმმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია და ბავშვებში ახალ ვირუსს, კოვიდთან შედარებით, საკმაოდ რთული კლინიკური მიმდინაროობა აქვს და ამიტომ, სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.
“პირველ როგში მოვუწოდებ, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ფრთხილად იყოს, რადგან ძალიან მძიმე ვირუსების პერიოდი დადგა, როდესაც რამდენიმე ვირუსი ერთად ცირკულირებს. ამ ვირუსების მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვებს უხანგრძლივდებათ ცხელება და სიპტომები. ამ ვირუსებიდან საკმაოდ რთულად მიმდინარე არის A და B ტიპის ვირუსები. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ რომ მაქსიმალირად გაუფრთხილდნენ თავს. კლინიკები და საავადმყოფოები გადავსებულია და 100%-იანი დატვირთვით მუშაობენ. ერთადერთი რეკომენდაცია, რაც შეიძლება მოგცეთ, არის ის რომ დროულად მიმართონ ექიმს და თვითშემოქმედებას ნუ მიჰყოფენ ხელს. ბავშვები აუცილებლად პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ,იქნება ეს სახლის პირობებში მკურნალობა თუ არა. რაც შეეხება “Covid 19” -ს და ამ ვირუსს შორის განსხვავებას, აქამდე ეს ვირუსი დომინირებდა ბავშვებში, მაგრამ ახლა ეს ასე აღარაა. ხშირ შემთხვევაში ოჯახი მოგვმართავს ხოლმე, დედა, მამა, ბაბუა და ასე შემდეგ. ეს არ არის ჰონგ-კონგის ვირუსი, ეს არის A და B ტიპის ვირუსი. ასევე, უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ კოვიდი ბავშვებში შედარებით მარტივად მიმდინარეობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შედარებით რთულად მიმდინარეობს, კოვიდისგან განსხვავებით, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.