ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნება” დეოლიგარქიზაციის კანონს ვენეციის კომისიაში გააგზავნის

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნება.

„იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და ქართულ ოცნებას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისათვის, შესაბამისად კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით, 16 ნოემბერს მიიღო.

იტვირთბა....