გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით,უკრაინის თავდაცვის ძალები და მთელი სახელმწიფო რთული კვირისთვის ემზადება.
“გასულ ოთხშაბათს განხორციელებული მასიური ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების აღდგენით სამუშაოებს დღითიდღე ვაწარმოებთ. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის უმეტეს რეგიონში მოქმედებს მხოლოდ გამორთვის სტაბილიზაციის გრაფიკები. სიტუაციას ენერგეტიკის მუშაკები აკონტროლებენ. გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან. მაგრამ ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე – მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები – ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია,” – განაცხადა ზელენსკიმ.