უკრაინაში, ქალაქ დნიპროში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო საკუთარ Telegram-ზე ავრცელებს.
“დნეპროში რუსების თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარი რაკეტით განადგურებული საწყობის ნანგრევებიდან ახლახან ამოიღეს”. – წერს ვალენტინ რეზნიჩენკო.
რეზნიჩენკოს განცხადებით, დაშავებულები კვლავ საავადმყოფოში იმყოფებიან.