ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მონაზვნის გაუპატიურებასა და ცემაში ბრალდებულებს, არც ერთი ადვოკატი არ იცავს

ცხრამუხის დედათა მონასტერში 70 წლის მონაზვნის გაუპატიურებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ბრალდებულებს არც ერთი ადვოკატი არ იცავს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

საქმეზე დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები.

სასტიკად ნაცემი მონაზონი თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის თავდაპირველად, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი, თუმცა მოგვიანებით, მონაზონი თბილისში გადაიყვანეს.

იტვირთბა....