ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მასობრივი საპროტესტო აქცია ჩინეთში – მოსახლეობა კოვიდშეზღუდვების მოხსნასა და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, ათასობით ადამიანმა ქუჩებში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: “სი ძინპინი, გადადექი!“ „გადადგეს კომუნისტური პარტია!” „განბლოკეთ სინძიანი, განბლოკეთ ჩინეთი”, “არ გვსურს PCR ტესტები, გვსურს თავისუფლება“.

გარდა ამისა, მომიტინგეებმა პატივი მიაგეს სინძიანის რეგიონალურ დედაქალაქ ურუმჩიში, მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილ სულ მცირე 10 ადამიანს.

მედიის ცნობით, ისმის კითხვები, ხელი შეუშალა თუ არა ჩინეთის მკაცრი „ლოქდაუნის“ პოლიტიკამ მოსახლეობის ევაკუაციას ხანძრის დროს.

საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სინძიანის პროვინციაში ეტაპობრივად შეამსუბუქებენ ერთთვიან „კოვიდლოქდაუნს“.

როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, ჩინეთის მასშტაბით, კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა განგრძობადმა “ლოქდაუნებმა“ არაერთ დიდ ქალაქში იშვიათი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

შეგახსენებთ, ჩინეთის მრავალი ქალაქი თვეების განმავლობაში მკაცრი „ლოქდაუნის“ პირობებში იმყოფება.

იტვირთბა....